გალში ხანძარი ლიკვიდირებულია - აფხაზეთის "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური" (ვიდეო)
13:26 / 06.01.2021
გალის რაიონში 5 იანვრის დღის მეორე ნახევარში გაჩენილი ხანძრის კერები ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სოფლებში სიდა და ზემო ბარღები ცეცხლის ქრობის პროცესში გალის სამაშველოს მეხანძრეები სოხუმიდან, აგუძერადან და ოჩამჩირედან ეხმარებოდნენ.
"სიდასა და ზემო ბარღების მიდამოებში თბილი ამინდი და ქარი ხელს უწყობს ხანძრის სწრაფ გავრცელებას. ხანძრები ლიკვიდირებულია და მსხვერპლი არ ყოფილა, სახლები და საცხოვრებელი კორპუსები არ დაზიანებულა. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან ხანძრის გავრცელებას რესპუბლიკის ყველა რეგიონში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, ამ ეტაპზე გალის რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია და თითქმის აღარაა აქტიური კერა, თუმცა, არის საშიშროება სადმე იყოს დარჩენილი და ისევ გაჩნდეს. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ და კომუნიკაცია ჭირს. ზარალი დიდია და ბევრი რამ დაიწვა სამწუხაროდ", - გვითხრა მან.
საინფორმაციო სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ტყის ხანძარია გუდაუთაში. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ალხას კირთბაიას ცნობით, ცეცხლი სოფელ მცარაში გაჩნდა და მალევე გადაედო სოფელ ფსირცხას. ამ ეტაპზე მისი თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საჭიროა სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც უწყებას არ გააჩნია.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები