ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 217 პაციენტი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს. აქედან, რუხის კლინიკაში 64 პირია მოთავსებული. სენაკის "სენა-მედში" მყოფი 38 კოვიდპაციენტიდან,
4 მძიმეა. ფოთის კლინიკაში 39 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 6 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 პირია მოთავსებული, მათ შორის, 4 მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 26 პირი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 34 პაციენტი იმყოფება.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 39 მოქალაქე იმყოფება.
ინფორმაციისთვის, რეგიონში ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები