სენაკში, კლინიკა „სენამედში“ კორონავირუსის ინფექციით ორი პაციენტი გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილია 80 წლის სენაკელი ქალი და 81 წლის აბაშაში მცხოვრები მამაკაცი.
სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კოვიდკლიკებში 177 პაციენტი მკურნალობს, მათგან თერთმეტი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 42 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 31 პირი.
ბოლო მონაცემებით, ვირუსული ინფექცია რეგიონში კიდევ
48 პირს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები