მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც გზა გადაკეტილია და მოძრაობა შეფერხებულია.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კლდის ნაწილის ჩამოშლის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა უკვე მუშაობს და გზა, დაახლოებით, ერთ საათში გაიხსნება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ უამინდობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც, თუმცა დენის მიწოდების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.
ფოტო: სოციალური ქსელი
მასალის გამოყენების პირობები