სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსურმა პოლიციამ უაქციზო სიგარეტი ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 2500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები