კახა ფარცვანიამ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
კახაბერ ფარცვანიამ, რომელიც ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას, დაახლოებით, ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა, პოსტი დატოვა.
როგორც ფარცვანიამ რადიო "ათინათს" უთხრა, მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 2020 წლის ბოლოს დაწერა და 31 დეკემბრიდან ამ პოსტს აღარ იკავებს. მისივე თქმით, ამის მიზეზი პირადი გადაწყვეტილებაა.
"მიმაჩნია, რომ ამ სამსახურში ამოვწურე ჩემი თავი. ვაგრძელებ მუშაობას სკოლებში ფრანგული ენის მასწავლებლად", - აღნიშნა ფარცვანიამ.
რაც შეეხებ ვაკანტურ თანამდებობას., ამ ეტაპზე მოვალეობას ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა ბულია ასრულებს, მოგვიანებით კი ახალი ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს.
მასალის გამოყენების პირობები