ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის, კალა-უშგულის (კმ182-კმ186) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე მიზეზით, შეზღუდვები მოქმედებდა ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, აქ მოძრაობა აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები