შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე,ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.
დღესვე აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა
ხაიში-ლახამულას მონაკვეთზეც.
ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე მოძრაობა რამდენჯერმა აიკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები