აბაშის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირი სენაკში, "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები