ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის მამაკაცს გამოძიება ორი მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას ედავება.
მას ბრალი 108-ე - გაზნრახ მკვლელობისა და 187-ე - ნივთის დაზიანების ან გადანგურების მხულებით წარუდგინეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 37 წლის ვალერი ვარდანია საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა.
უწყების ცნობით, დანაშაული ურთიერშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები