გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, მოქალაქეს სახერხი საამქრო კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 6 ერთეული წიფელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და 4 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი და ხე-ტყე დალუქეს. მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები