უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში, ფოთში, გორში, ბათუმსა და თელავში პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის,
სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა განახლდება. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, აღნიშნულ ქალაქებში თებერვლის თვის განმავლობაში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტები არ იფუნქციონირებენ.
მისივე თქმით, 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.
ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვა მოქმედებს თეთნულდი-ჰაწვალის კურორტზეც.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, პროფსასწავლებლებს და უმაღლეს სასწავლებლებს, სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები