ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან ღამის საათებში ელექტრო მოპედი მოიპარეს. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ,
რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან.
შსს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათგან ერთი პასუხისგებაში მიცემული, ხოლო მეორეს მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები