ხობის სოფელ ჭალადიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ,
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი-ერთი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენები დაშავდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები