აფხაზეთში კორონავირუსის 51 შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა									
			
		
						
			
			
			
								სოხუმმა კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Civid 19-სგან მოსახლეობის დაცვის
მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, 87 წლის მამაკაცი და 90 წლის ქალი.  
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 105 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 30-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 37, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 22, ტყვარჩელის კლინიკაში 13, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 34, რუსეთი სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 43 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 11520 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 172, გამოჯანმრთელებული კი 9820 ადამიანი.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები