1 თებერვლიდან, ზუგდიდში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდას მგზავრები ელექტრონულად შეძლებენ.
დისტანციური საბარათე სისტემით და ხურდის მიმღები აპარატებით ავტობუსებს კომპანია "მეტრო სერვის+" უზრუნველყოფს. როგორც ზუგდიდის მერიაში ამბობენ, დეტალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.
კომპანია "მეტრო სერვის +" 2006 წელს დაფუძნდა და პირველმა დანერგა საქართველოში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდების სისტემა. ის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და საბაგირო სისტემებში მგზავრობის საფასურის მოკრების და ადმინისტრირების სფეროში ოპერირებს. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 3 000–მდე თვითმომსახურების ტერმინალი აქვს, რომელთა მეშვეობით მგზავრებს ბარათებზე თანხების დეპონირების და ჯარიმების გადახდის საშუალება ეძლევათ. "მეტრო სერვის +" სს "საქართველოს ბანკის" ქვეკონტრაქტორია.
ამავე თემაზე:
თებერვლიდან ზუგდიდის ავტობუსებში მგზავრების მიერ ბილეთების შეძენას კონტროლიორები შეამოწმებენ
მასალის გამოყენების პირობები