დღეიდან ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისთვის სპეციალური ბარათები ან მონეტები დაგჭირდებათ. მერიაში რადიო
"ათინათს" განუმარტეს, რომ მოქალაქეებს ბარათის მიღება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ 4 მოსაცდელთან
(ბულვარის ტერიტორიაზე და სავაჭრო ცენტრი "ალიანსის" მიმდებარედ) დამონტაჟებულ აპარატზე შეუძლიათ.
ამასთან, ბარათის მიღება შესაძლებელია ცოტნე დადიანის ქუჩის #4 ნომერში. ბარათის ფასი 2 ლარია.
რაც შეეხება, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მათ ბარათები უფასოდ ეკუთვნით და ამისთვის "საქართველოს ბანკს" უნდა მიაკითხონ.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში მუნიციპალურ ტრანსპორტში ელექტრონული გადახდის სისტემა პირველად
დაინერგა.
ფოტო: ზუგდიდის მერია
მასალის გამოყენების პირობები