ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ ბედიაში ჩამოწილილმა მეწყერმა სამი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დააზიანა, წერს "აფსნიპრესი".
"პირველი შეტყობინება ადმინისტრაციაში სოფელ პირველი ბედიიდან 22 იანვარს შემოვიდა. მეწყრის შედეგად ორი, ხარჩილავების და სამსონიების ოჯახი დაზარალდა. ნახევარი საათის წინ კი მესამე შეტყობინება მივიღეთ, კიდევ ერთი ოჯახისგან", - უთხრა გამოცემას ტყვარჩელის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადისლავ არშბამ.
მისი თქმით, მეწყრის გამო დაზიანებულ სახლებში ცხოვრება "შეუძლებელია და პრობლემის გადაჭრა, მხოლოდ ამ ადამიანების განსახლებით შეიძლება". ამავე ინფორმაციით, მეწყერმა იმ საავტომობილო გზის 100 - მეტრიანი მონაკვეთიც დააზიანა, რომელიც რაიონის სამ სოფელს ტყვარჩელთან აკავშირებს.
არშბას თქმით შემთხვევის ადგილი უკვე გამოიკვლიეს გეოლოგებმა და ზარალი დაითვალეს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა და ახლა მათ "მთავრობის" დახმარების იმედი აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები