შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2010 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ძებნილი,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული, კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება-მოვალეობები დაარღვია, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები