“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები მათი მხარდამჭერის, გელა შედანიას შესაძლო დაშინების თაობაზე გუბერნიის შენობასთან
შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მომხდარში მმართველი პარტიის აქტივისტებს ადანაშაულებენ და გამოძიებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე საპროტესტო შინაარსის სტიკერები გააკრეს, რასაც სამართალდამცავებსა და მათ შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
აქცია მოგვიანებით პოლიციის შენობასთან გადაინაცვლებს.
ინფორმაციისთვის, გელა შედანიას სახლში, სოფელ კახათში, ოჯახის მტკიცებით, რამდენიმე გასროლის ხმა იყო. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანების გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები