ზუგდიდში, ლომთათიძის ქუჩაზე მდებარე შენობის მეორე სართული სრულად დაიწვა.
აქ ამ დრომდე აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ოჯახი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აქ მაცხოვრებლებმა საკუთარი ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენები სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები