წმინდა სინოდი: მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლა თვითონ ითხოვა
ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ეპარქიიდან გათავისუფლება თავად ითხოვა, - ამის შესახებ წმინდა სინოდის 11 თებერვლის სხდომის განჩინებაშია ნათქვამი.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ის წალკის ეპარქიის მმართველად დადგინდა.
"წმიდა სინოდმა მოისმინა ჭყონდიდის ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) თხოვნა ჭყონდიდის ეპარქიიდან განთავისუფლების შესახებ და განაჩინა: ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) გათავისუფლდეს ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველობიდან და დადგინდეს წალკის ეპარქიის მმართველად", - აღნიშნულია განჩინებაში.
ამავე განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დადგინდა. ის ასევე შეითავსებს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას.
წალკის ეპარქიის მართველი გრიგოლ კაცია ჭყონდიდის ეპისკოპოსი გასული წლის ოქტომბერში მას შემდეგ გახდა, რაც მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეპარქიის მმართველის პოსტიდან გადააყენეს. ის ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში იყო.
მასალის გამოყენების პირობები