დიდთოვლობის გამო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბეჩოს, იფარისა და ადიშის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ აღნიშნულ სოფელებში
დენი ავარიულად გამოირთო და ადგილზე კომპანიის თანამშრომლები უკვე გასულები არიან. მათივე ცნობით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.
ინფორმაციისთვის, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები