აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გუდაუთაში სასტუმრო სახლში გაჩენილი ძლიერი
ხანძრის შედეგად, ორი მცირეწლოვანი დაიღუპა.
ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმრო სახლში ცეცხლის გაჩენის შესახებ საგანგებოში შეტყობინება 17 საათზე შევიდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს შენობის რამდენიმე სართულზე მოდებული ძლიერი ხანძარი დახვდათ. "ცეცხლის ქრობისას საგანგებოს თანამშრომლებმა შენობაში 2018 და 2020 წელს დაბადებული ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს", იტყობინება უწყება.
ამავე ინფორმაციით, სასტუმრო სახლში რამდენიმე ოჯახი იმყოფებოდა შვილებთან ერთად. ხანძრის გაჩენის მიზეზები და ის, თუ რატომ ვერ შეძლეს უფროსებმა შენობიდან ბავშვების გამოყვანა, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები