საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით ორის წინააღმდეგ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.
ახალ მთავრობას საკანონმდებლო ორგანოში ნდობა მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებმა გამოუცხადეს, ორმა ოპოზიციონერმა პარლამენტის წევრმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მასალის გამოყენების პირობები