"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 27 თებერვლიდან თბილისი-ზუგდიდის და თბილისი-ფოთის მიმართულებით მოძრაობა განახლდა. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ჯერჯერობით,
მხოლოდ დღის მატარებლები უზრუნველყოფენ მგზავრების გადაყვანას. კომპანიის ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 25 თებერვლიდან დაიწყო, სალაროები კი 26 თებერვლიდან გაიხსნა.
გარდა ამ მიმართულებებისა, "საქართველოს რკინიგზა" მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:
"რაც შეეხება "კოვიდ-19"-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს; მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს", – ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 25 თებერვლიდან აღდგა. ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა. შეზღუდვები საქალაქთაშორისო მოძრაობაზე 28 ნოემბრიდან მოქმედებდა.
მასალის გამოყენების პირობები