სოხუმში განთავსებულმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალმა მუშაობა დაასრულა. ბოლო პაციენტი ჰოსპიტალიდან 28
თებერვალს გაეწერა, წერს "აბხაზია ინფორმი".
აფხაზური მხარის თხოვნით, ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბერში ამოქმედდა, ის სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე იყო მოწყობილი. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროიდან მობილურ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში ამბულატორიული - საკონსულტაციო დახმარება 3 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. ამ დროის განმავლობაში საველე ჰოსპიტალის ლაბორატორიაში 5300 PCR ტესტი ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები