გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 192 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კორონავირუსი 15 პირს
დაუდგინდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 22 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 8-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 16, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში - 3, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12967 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 203, გამოჯანმრთელებული კი 12 405 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები