ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად ისევ ოზურგეთში, ცხოველთა დროებით თავშესაფარში გადაიყვანენ. მერიის მიერ გამოცხადებულ 21 240 ლარიან ტენდერში კომპანია "ვექტრამ" გაიმარჯვა,
რომელმაც წლის ბოლომდე 180 ძაღლის ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით იზოლირება და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ძაღლები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დამუშავდნენ. ასევე, ცხოველები სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის შემდეგ, ბუნებრივ არეალში დაბრუნდებიან.
მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღი
ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს. თავშესაფრის პროექტის მომზადება კი შპს "კოლოსმა", დაახლოებით, ერთი წლის წინ
დაასრულა. მისი ღირებულება 155 000 ლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები