დიდი დარღვევა არის, როდესაც ასე გვექცევიან, ჟურნალისტების მხრიდან, მაგალითად, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შემოიჭრნენ. საეკლესიო კრებაა, გვაქვს უფლება,
რომ ჟურნალისტების გარეშე ჩატარდეს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა. ის მიიჩნევს, რომ გუშინდელი ინციდენტი ეპარქიის ყოფილი მმართველის, პეტრე ცაავას მიერ მოწყობილი პროვოკაციაა.
"არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის, ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია და მომზადებული, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ საეკლესიო პირების შეკრებას ვგეგმავდით და მათთან ვსაუბრობდით", - აღნიშნა მან.
ეპარქიის მღვდელმთავარი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა.
ამავე თემაზე:მარტვილში დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში გადაიყვანეს
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას აივნის მოაჯირი ჩამოინგრა - დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები
მასალის გამოყენების პირობები