დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. სააგენტოს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, დევნილებსა და ეკომიგრანტებს,
რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას მესტიის მუნიციპლიტეტში, აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მხარდაჭერა 7 500 ლარის ფარგლებში, მიღებული თანხა კი ბიზნესის გაუმჯობესებისთვის საჭირო საშუალებებს უნდა მოხმარდეს.
ამავე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს და ეკომიგრანტს, რომელსაც აქვს:
1. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი;
2. მცირე ბიზნეს სტატუსი;
3. მიკრო ბიზნესის სტატუსი;
4. შპს-ს, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის და სხვა სამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი (რომელთა პარტნიორია დევნილი ან/და ეკომიგრანტი, რომელიც ინდივიდუალურად ან ჯამში ასეთი პარტნიორები ფლობენ არანაკლებ 51 პროცენტს წილს/აქციას);
5. ბიზნესი რეგისტრირებული უნდა იყოს 2021 წლის 1 იანვრამდე.
ბიზნეს გეგმები მიიღება მიმდინარე წლის 9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები