სინოპტიკოსები სამეგრელოში, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლს და თოვლჭყაპს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან სამეგრელოში
ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და გაწვიმდება. მათივე ცნობით, ხვალ, 12 მარტს ნალექი, ძირითადად, თოვლისა და თოვლჭყაპის სახით დაფიქსირდება. ჰაერის ტეპმერატურა 3-5 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 მარტს, ღამის საათებში ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიკლებს.
"მაღალ მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ამბობენ სააგენტოში.
სინოპტიკოსები გამოდარებას და ტემპერატურის მატებას 13 მარტიდან ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები