პოლიციამ აბაშაში გაუპატიურების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
აბაშაში 60 წლამდე ქალი გააუპატიურეს
მასალის გამოყენების პირობები