რუსთაველისა და ნიკოლაძის ქუჩის კვეთაზე თოვლმა ელექტროსადენები დააზიანა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით ადგილზე დილიდან მუშაობენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" და კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომლები.
აღნიშნულის გამო შეზღუდულია მოძრაობა და სატრანსპორტო საშუალებებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.
მასალის გამოყენების პირობები