სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 80-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, მძიმე 4-ის მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 82 ადამიანი მკურნალობს,
აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
კერძოდ, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 25 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 30 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 10 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 3 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 14 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინო სივრცეში 87 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები