აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 261 ადამიანი გამოიკვლიეს
და მათგან 34-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გუდაუთის კლინიკაში ამ ეტაპზე 24 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 3, ტყვარჩელში - 1 , გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში კი 10 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 13 121 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 205, გამოჯანმრთელებული - 12 560 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები