სენაკში ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს
სენაკის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის'' ყოფილი თანამშრომელი, მზისადარ გადელია ხელმძღვანელობას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
გადელია ამბობს, რომ ადგილობრივი ხელიუფლება განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის.
ა(ა)იპ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც მხარდაჭერას ადგილობრივი ოპოზიცია უცხადებს, მერიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს.
თავის მხრივ, „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის'' ხელმძღვანელი ბადრი მამულია კატეგორიულად უარყოფს თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას და ამბობს, რომ გადელიამ დისციპლური გადაცდომების გამო გაფრთხილება და საყვედური არაერთხელ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები