ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ დიზის მონაკვეთზე ჩამოწოლილი კლდოვანი მასისგან სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია და მოძრაობა აღდგა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ამ ეტაპისთვის გზა აღდგენილია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულ იყო შესაბამისი ტექნიკა და გზის გახსნა დროულად მოხდა,“ - აღნიშნა ნინო ვიბლიანმა.
მეწყერი სოფელ დიზთან წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა ორმხრივად
ჩაიკეტა. კლდის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალის გამოყენების პირობები