Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის,
სამეგრელო - ზემო სვანეთი 30 დაფიქსირდა. ბოლო დრე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის, 15 926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008 PCR ტესტით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 39, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 579 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280 301-ს.
მასალის გამოყენების პირობები