აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკაში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით, 220 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 23-ს დაუდგინდა კორონავირუსი.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის კლინიკაში 23 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 9, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, ხოლო ტყვარჩელის კლინიკაში - 3 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 13 510 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 214 პირი, ხოლო 12 992 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები