საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე,
აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის, კმ150-კმ186 (მულახი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ150 (ზუგდიდი-მულახი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, ჯვარი-კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები