საბჭოთა ჯარების მიერ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 32 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალს
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ცეცხლსასროლი იარაღითა და ნიჩბებით დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ქალები. ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები