"ენგური საზღვარი არ არის" - აქცია ზუგდიდში (ფოტო/ვიდეო)
13:54 / 09.04.2021
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის დაწესებული კარანტინი გააპროტესტეს.
მათი თქმით, ხელისუფლების მიდგომა აფხაზეთში მყოფი მოქალაქეების ისედაც დამძიმებულ ყოფას კიდევ უფრო ართულებს და მათ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილება რისკის ფასად უწევთ.
მათ ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით "ენგური საზღვარი არ არის", "ვაზროვნებთ ქართულად, ვფიქრობთ ქართულად", "სანამ აფხაზეთში თუნდაც ერთი ქართველის გული ფეთქავს, აფხაზეთი საქართველოა" და ა.შ.
"ვითხოვთ მთავრობისგან გაგვიუქმონ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენივე ქვეყანაში, ჩვენივე ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის დაწესებული შეზღუდვები - კარანტინი. თითქოს სიმბოლურია დღეს აქ რომ ვდგავართ, 9 აპრილს, ისევ ახალგაზრდები და ისევ ვითხოვთ რაღაცას, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვითხოვთ დამოუკიდებლობას, ვითხოვთ შეგვამჩნიონ, ჩვენ ვარსებობთ და არ შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს დაწესებული კარანტინი, აფხაზეთი საქართველოა, ენგური საზღვარი არ არის, ეს არის ჩვენი ძირითადი გზავნილები. აფხაზეთი არის ჩემი, შენი, ჩვენი, შესაბამისად ჩვენს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად არ უნდა გვჭირდებოდეს კარანტინი", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული აქცია სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც მდინარე ენგურის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადმოლახვისას გალში მცხოვრები 4 მოქალაქე დაიღუპა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები