სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმარი გალში გადაასვენეს. ცხედრები სოფელ რუხში, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე
ზუგდიდში მცხოვრებმა ნათესავებმა, მეზობლებმა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა მიაცილეს. შეკრებილები მიცვალებულებს საოკუპაციო ხაზთან გამოეთხოვნენ.
„რა გრძნობა უნდა მქონდეს? ეს არის წარმოუდგენლი ტკივილი... ჩემ თვალწინ გაზრდილი ბავშვები არიან და ახლა აქ უნდა გამოვეთხოვო, იქით ვერ მივდივარ. რომ არა ენგურზე დაწესებული შეზღუდვები და 5-დღიანი კარანტინი, შესაძლოა, ეს ტრაგედია არ მომხდარიყო“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლების ცნობით, საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გადახედოს დაწესებულ 5-დღიან კარანტინს და ის შედარებით შერბილებული რეგულაციით
ჩანაცვლდეს.გარდაცვლილ
ცოლ-ქმარს 3 შვილი დარჩა, მათ შორის, ერთი მოზარდია. ჯანო გვილია 47 წლის არის, ხოლო მისი მეუღლე მაყვალა გვალია 40 წლამდეა. ისინი გალის სოფელ წარჩეში ცხოვრობდნენ და ზუგდიდში, მდინარის გადალახვით ცდილობდნენ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას.
ერთ-ერთი ვერსიით ოთხი ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ენგურის გადმოლახვით ცდილობდა, მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. მათგან 65 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ადგილობრივებმა სანაპიროზე შენიშნეს, ხოლო დანარჩენების ცხედრები მაშველებმა მოგვიანებით
იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები