ზუგდიდში, თაბუკაშვილისა და ლაზის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა.
მათივე ცნობით, დაშავებულებიდან 2 პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მედიკოსები მათ პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.
შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები