ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული ორივე მუშა ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული.
მედიკოსების ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება მეორე მუშას, ექიმები ვარაუდობენ, რომ მას ბინაზე დღეს გაწერენ.
მუშები ქარხანაში, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვის შედეგად დაშავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 170 მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები