სოხუმი - ალექსანდრე ანქვაბი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა.
ინფორმაციას დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ანქვაბი მარტის ბოლოს ჩავიდა სოხუმში მოსკოვიდან, სადაც ორ თვეზე მეტხანს მკურნალობდა Covid 19-ის დიაგნოზით.
ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს ის გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს. მდგომარეობას გართულების შემდეგ, 8 იანვარს, რუსეთში გადაიყვანეს, სადაც აფხაზი პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა ფედერალური მედიკო–ბიოლოგიური სააგენტოს საავადმყოფოში. 17 იანვრიდან ერთი კვირის განმავლობაში, ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. 15 თებერვლიდან მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით ვიცე - პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, ვლადიმირ დელბა ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები