ასოციაცია ათინათში "მშვიდობის ოთახი" მოეწყო (ფოტო/ვიდეო)
13:00 / 13.04.2021
ასოციაცია "ათინათში" გერმანული ორგანიზაციის "Lachen Helfen e.V." მხარდაჭერით, "გლობალური მშვიდობის ოთახი" მოეწყო.
"ეს არის მშვიდობის საგანმანათლებლო და გლობალური სწავლების სპეციალური ოთახი, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო დონეზე აღიარებული საგანმანათლებლო მასალებით მშვიდობის სწავლების, გუნდის შექმნისა და გლობალური სწავლებისთვის. ასოციაცია "ათინათს" დიდი ხნის გამოცდილება აქვს მშვიდობიანი განათლების პროექტების განხორციელების მიმართულებით და ბავშვების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების სამშვიდობო საგანმანათლებლო თემების შესახებ ღონისძიებების განხორციელებაში. აღნიშნული ოთახი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მუშაობას და მასალებს გამოიყენებენ ასოციაცია "ათინათის" პროექტებსა და სემინარებში", - განმარტავენ ორგანიზატორები. როგორც "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ აღნიშნა, ასოციაცია გერმანულ ორგანიზაცია "Act for transformattion"-თან ერთად მოამზადებს ახალგაზრდებს, მშვიდობის მშენებლობისა და ძალადობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და მშვიდობის თემებზე. ჩატარდება სემინარები კონფლიქტის არაძალადობრივი ტრანსფორმაციისა და გლობალური სწავლების შესახებ ბავშვების, ახალგაზრდებისა და პედაგოგების ჯგუფებისთვის. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი პროექტი "Fairtogether in Georgia – Peace catches school". ღონისძიებას გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, "Lachen Helfen e.V." ერთ-ერთი დამფუძნებელი ტონი კირხმაირი, "Act for transformattion"-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები