სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 273 პირი მკურნალობს, მძიმეა 17 პაციენტის მდგომარეობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 273 ადამიანი მკურნალობს,
აქედან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 155 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 13 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 40 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 50 პაციენტი იმყოფება, მათგან 1 მძიმედაა.
საკარანტინო სივრცეში 15 მოქალაქე რჩება. რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 56 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები