ზუგდიდის აგრარულ ბაზარში, ბეტონის გალავანსა და სავაჭრო ჯიხურებს შორის კატა გაიჭედა.
მოვაჭრეებმა მომხდარის შესახებ ადგილობრივ ცხოველთა მოყვარულებს შეატყობინეს. თავის მხრივ, მოხალისეებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რომელიც ადგილზე მალევე მივიდა.
"ქალბატონმა ლუიზა ფიფიამ დაგვირეკა ბაზრიდან და დახმარება გვთხოვა. ჩვენი ძალებით ვერ მოვახერხეთ ამოყვანა, ძალიან ღრმად იყო ჩავარდნილი, თან ტრავმირებულია, ფეხი აქვს დაზიანებული. დავურეკეთ 112-ში, მაშველებმა მისი ამოყვანა მალევე მოახერხეს. ისინი ჩვენი გმირები არიან, განსაკუთრებით კი ბადრი ჯიშკარიანი და გელა ჩუხუა", - გვითხრა ერთ-ერთმა მოხალისემ მარიამ შეყილაძემ.
მისივე თქმით, ტრავმირებული ცხოველი უკვე ჰყავდათ ვეტერინართან და მის მკურნალობას სახლში გააგრძელებენ.
ინფორმაციისთვის,
ზუგდიდელმა ცხოველთა მოყვარულებმა პანდემიის დროს სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნეს, სადაც მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად რამდენიმე ათეული მოხალისეა გაერთიანებული.
მასალის გამოყენების პირობები